უკრაინას ამჟამად მეტი Patriot-ის სისტემა აქვს, მაგრამ ვმუშაობთ კიდევ უფრო მეტის მისაღებად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"უკრაინაში არის კიდევ Patriot-ები და ჩვენ მათ ექსპლუატაციაში ვუშვებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მთელი ტერიტორიისთვის საჭიროა მეტი სისტემა, რათა დაფაროს ძირითადი ინფრასტრუქტურული ობიექტები და ჩვენი ქალაქები და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამის მისაღწევად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს არა მხოლოდ ეროვნულ ლიდერებთან, არამედ საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მწარმოებლებთანაც.

„ამ საკითხზე შეხვედრები მომავალ კვირას გაიმართება. ჩვენ ჩვენს პარტნიორებს წარვუდგინეთ ყველა გაანგარიშება და ყველა შესაძლო ვარიანტი საკმარისად საიმედო საჰაერო თავდაცვის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა იძულებულია ყოველდღიურად დაიცვას თავი რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან და აუცილებელია რუსული სამხედრო თვითმფრინავების განადგურების გაგრძელება, რაც მრავალკომპონენტიან საჰაერო თავდაცვის სისტემას მოითხოვს.

„ეს მოიცავს ჩვენს სამხედრო ავიაციას და ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია როგორც Gripen-თან, ასევე ფრანგულ თვითმფრინავებთან დაკავშირებით. ჩვენ ვმუშაობთ F-16-ზე. ასევე, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და მათთვის რაკეტებზე, მობილურ საცეცხლე ჯგუფების განვითარებაზე და რა თქმა უნდა, ახლა პრიორიტეტი გამანადგურებელი დრონებია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.