რუსეთი 2023 წლის ბოლოსთვის ბირთვულ მუქარას სავარაუდოდ, გაზრდის, ეს იქნება აგრესორის მხრიდან სისუსტის კიდევ ერთი გამოვლინება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსების მუდმივი შეხსენება მათი ბირთვული იარაღის შესახებ "არის არა სიძლიერის, არამედ სისუსტის გამოვლინება და ასეთ ნაბიჯებს მიმართავენ, რადგან არც სამხედრო ოპერაციებს და არც დიპლომატების მუშაობას არ მოუტანია ოკუპანტებისთვის სასურველი შედეგი".

"მათ სურდათ ჩვენი დამოუკიდებლობის განადგურება, მაგრამ ვერ გაიმარჯვეს. წლის ბოლომდე, ჩვენი დაზვერვის მიხედვით, იქნება მეტი ბირთვული საფრთხე", - აღნიშნა ზელენსკიმ.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და პროპაგანდისტებმა არაერთხელ განაცხადეს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. ისინი უკვე დაემუქრნენ არა მარტო უკრაინას, არამედ დასავლეთის ქვეყნებსაც.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ბირთვული საფრთხეები უბრალო ბლეფად დარჩება მანამ, სანამ სხვა ქვეყნები არ დაიწყებენ ასეთი შანტაჟის დამორჩილებას.