უკრაინა აგროვებს ყველა მონაცემს მათზე, ვინც აგრესიაზე მუშაობს. განურჩევლად იმისა, პირდაპირი თანამშრომლობაა თუ არაპირდაპირი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ჩვენ ეტაპობრივად ვაგროვებთ სრულ მონაცემებს ყველაზე, ვინც აგრესიაზე მუშაობს - პირდაპირ თუ ირიბად“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ყველა ადამიანი, ვინც ითანამშრომლებს რუსეთის ფედერაციასთან, დაიბლოკება.

ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინის სანქციები ან უკვე სინქრონიზებულია, ან იქნება სინქრონიზებული თავისუფალი სამყაროს სანქციებთან.