უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი სანქციების დაწესების შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

შეზღუდვების სიაში შედის სირიის ლიდერი ბაშარ ალ-ასადი, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსეთის ომში მხარდაჭერა გამოაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, სანქციები 300 ფიზიკურ და 141 იურიდიულ პირს შეეხება.

ბაშარ ალ-ასადის გარდა, შეზღუდვების სიაში შედის სირიის პრემიერ-მინისტრი ჰუსეინ არნუსი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ფეისალ ალ-მიკდადი, ასევე "შაჰიდების" ირანული მწარმოებელი.