უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან სატელეფონო საუბარი გამართა.

"ჩვენ კოორდინაციას ვუწევთ ჩვენს ერთობლივ ნაბიჯებს, ჩვენს საერთო დიპლომატიას და გუნდების მუშაობას მშვიდობის დაახლოებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვამზადებთ ჩვენი სამხედრო წარმომადგენლების შეხვედრას კონტინგენტების მოსამზადებლად", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ბრიტანეთს მისი პოზიციისთვის რუსეთზე ზეწოლასთან დაკავშირებით, რომ მან ვერ შეძლოს ომის გაფართოება.

"მოსკოვი ახლა ღიად დასცინის პარტნიორების მცდელობებს, წინ წაიწიოს მშვიდობიანი დღის წესრიგი - დრონების მუდმივი თავდასხმები, მუდმივი სასტიკი დაბომბვა. ეს უნდა შეწყდეს მხოლოდ ზეწოლით და რუსეთის იძულებით მშვიდობისკენ", - განაცხადა ზელენსკიმ.