18 წლის შემდეგ, საქართველოს მეხუთედი ისევ ოკუპირებულია. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ყველას, ვინც ამ ომში დაზარალდა და პატივს მივაგებთ სამშობლოს დამცველ გმირებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს. 

მისივე თქმით, საქართველო რუსეთის მხრიდან გაფრთხილება იყო, რასაც უკრაინაში ომი მოჰყვა.

"2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ თავისი ომი დაიწყო. მსოფლიო სიმშვიდისკენ მოწოდებებით გამოვიდა და არასწორი დასკვნები გამოიტანა. საქართველო გაფრთხილება იყო - ყირიმი, დონბასი, და უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი კრემლის იგივე იმპერიალისტურ გეგმას მოჰყვა. 18 წლის შემდეგ, საქართველოს მეხუთედი ისევ ოკუპირებულია. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ყველას, ვინც ამ ომში დაზარალდა და პატივს მივაგებთ სამშობლოს დამცველ გმირებს”, - წერს რასა იუკნევიჩიენე.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი, 26 000 კი დევნილად იქცა.