80 მილიონი ლარით მეტს ვხარჯავთ ახლა ამ სკოლებისა და ბაგა-ბაღების მოწესრიგებაში იმიტომ, რომ თავის დროზე ეს 80 მილიონი მოიპარა "ქართულმა ოცნებამ", - ამის შესახებ კორუფციის მკვლევარმა ბესიკ დონაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული თანხა ბაგა-ბაღებისა და სკოლების მშენებლობაში კორუფციით არის გაფლანგული.

"თანხა, რომელიც კობახიძემ დაასახელა, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მოხმარდეს - 80 მილიონი - ზუსტად ის თანხაა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მოიპარა და ბაღები და სკოლები დატოვა ასაშენებელი. ზუსტად ეს თანხა უნდა მოხმარდეს იმ აუშენებელ სკოლებს, რომლებიც წლებია, დანგრეულია და მას, ფაქტობრივად, არავინ აშენებს.

წარმოიდგინეთ, 80 მილიონი ლარით მეტს ვხარჯავთ ახლა ამ სკოლებისა და ბაგა-ბაღების მოწესრიგებაში იმიტომ, რომ თავის დროზე ეს 80 მილიონი მოიპარა "ქართულმა ოცნებამ", - განაცხადა ბესიკ დონაძემ.

მთავრობის განკარგულებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის დამატებით 80 მილიონი ლარი გამოიყოფა.