იმდენად გავიდა ეს პროპაგანდისტული მედია ჩვეულებრივი მედიის როლიდან, რომ რაც დღეს მოხდა, ალბათ, მოსალოდნელი შედეგია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს რაც ხდება, არის იმის შედეგი, რაც მოჰყვება პროპაგანდისტული მედიების ქმედებებს.

"დღეს რაც ხდება, არის ის შედეგი, რაც მოჰყვება სწორედ ამგვარი პროპაგანდისტული მედიების ქმედებებს. ყველაფერს აქვს თავისი შედეგი და იმდენად გავიდა ეს პროპაგანდისტული მედია ჩვეულებრივი მედიის როლიდან, რომ რაც დღეს მოხდა, ალბათ, მოსალოდნელი შედეგი არის და საკუთარ თავში უნდა მოძებნონ ამაზე კითხვები და პასუხები. 

როგორც ჩანს, იცოდა რუხაძემ რაღაც. ალბათ, ეს სანქციები შეეხება არა მხოლოდ ორგანიზატორს, არამედ აქ მომუშავე თითოეულ ადამიანს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა TV პირველთან.