ის, რომ ვითომ, სანქციები არ მუშაობს, ესეც ერთ-ერთი პროპაგანდისტული ნარატივია "ქართული ოცნების" მხრიდან, სინამდვილეში, ბრიუსელიდან ძალიან კარგად ჩანს, რომ სანქციები არა თუ მუშაობს, არამედ ძალიან კარგად და მყისიერად მოქმედებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის “მწვანეთა პარტიის” ყოფილმა საპარლამენტო მრჩეველმა თამარ გუგულაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" ბევრი პროპაგანდისტული ნარატივი აქვს, მათ შორისაა ისიც, რომ მათთვის ევროკავშირის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს, რაც არარეალურია.

"ქართულ ოცნებას" ბევრი პროპაგანდისტული ნარატივი აქვს, მათ შორისაა ისიც, რომ მათთვის ევროკავშირის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს და გადახევენ, რაც, რა თქმა უნდა, სიცრუეა და ეს ყველაზე კარგად თავად იციან. მათსავე ნარატივში შედის, რომ ევროკავშირი საქართველოს მტერია, სინამდვილეში კი

თუ ვინმე საუბრობს საქართველოს სუვერენიტეტზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე  იმაზე, რომ საქართველოდან რუსის ჩექმა გავიდეს, ეს არის ევროკავშირი და დასავლეთი, ეს ძალიან კარგად ჩანს. 
 
ის, რომ ვითომ, სანქციები არ მუშაობს, ესეც ერთ-ერთი პროპაგანდისტული ნარატივია "ქართული ოცნების" მხრიდან, სინამდვილეში, ბრიუსელიდან ძალიან კარგად ჩანს, რომ სანქციები არა თუ მუშაობს, არამედ ძალიან კარგად და მყისიერად მოქმედებს იმიტომ, რომ ჩვენ ვართ გლობალურ სამყაროში და ნებისმიერმა ინვესტორმა რომ საქართველოს რომელიმე კომპანიაში ჩადოს ფული, ან იყოს მეწილე, კარგად იცის, რას მიაქციოს ყურადღება და რა რისკები შეიძლება შეხვდეს მას ", - განაცხადა თამარ გუგულაშვილმა.