"ქართულმა ოცნებამ" ძალიან მკაფიოდ განუცხადა საერთაშორისო თანამეგობრობას და მათ შორის საქართველოს, რომ თბილისი იმყოფება ფორმალური ოკუპაციის ქვეშ, - ამის შესახებ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამას "ქართული ოცნება" არც კი მალავს.

"ქართულმა ოცნებამ" ძალიან მკაფიოდ განუცხადა საერთაშორისო თანამეგობრობას და მათ შორის საქართველოს, რომ თბილისი იმყოფება ფორმალური ოკუპაციის ქვეშ, ამას არ მალავენ, უბრალოდ, პროპაგანდის მთელი არსი მდგომარეობს იმაში და საბჭოთა პროპაგანდაც ზუსტად ასე მუშაობდა, რომ მათი ქმედების ფორმა, რიტორიკა, გამოხატულება მთლიანად სარსიკებურად შემოატრიალონ და დააბრალონ ოპონენტს და ამ შემთხვევაში კი დამოუკიდებელი საქართველოს და დამოუკიდებელი საქართველოსთვის მებრძოლ ძალებს და იმ სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული ბრძოლისთვის არიან გაერთიანებულები. ისინი ცილს სწამებენ ღიად იმაში, რასაც თავად აკეთებენ, კერძოდ კი, სახელმწიფოს ღალატში. ეს არის ერთი ერთში ის, რასაც საბჭოთა კავშირი აკეთებდა და რასაც რუსული იმპერიული მეთოდები მოიცავდა. არც ორიგინალურები არიან და არც მალავენ ამას, მათ შორის, ამ ყველაფერს ახმოვანებენ იმ პროპაგანდისტული არხების მეშვეობით, რომლებსაც ისინი პატრონობენ", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.