ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. 

როგორც რეზოლუციაში აღნიშნული, ALDE აღიარებს ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას ევროკავშირის მიმართ და ითხოვს, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ შეუჩერდეთ.  

პარალელურად, ალიანსი ევროკავშირის ლიდერებსა და ევროპულ სახელმწიფოებს მოუწოდებს, დააწესონ პერსონალური სანქციები ქვეყანაში დემოკრატიული უკუქცევის და ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისთვის პასუხისმგებელი პირების, ასევე ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი და დამფინანსებელი ქსელების მიმართ.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ აუცილებელია "ქართულ ოცნებასა" და საქართველოს მოსახლეობას შორის მკაფიო გამიჯვნის შენარჩუნება.