კომპრომისები არ იქნება, თქვენ არ ხართ ბაზარში, რომ ივაჭროთ! - ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით განაცხადა.

"ჩვენ ძალიან მკაფიონი ვართ, არანაირი კომპრომისი არ იქნება, განსაკუთრებით ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებზე. ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ეთქვა და ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე. ეს ეხება კანონის უზენაესობას ან სხვა ფუნდამენტურ ღირებულებებს, ეს არასოდეს მოხდება. ჩვენ ვზრუნავთ, რომ ჩვენი ევროკავშირი დაფუძნებული იყოს ამ ღირებულებებზე... და თუ თქვენ მოახერხებთ რეფორმების გატარებას ამ მიმართულებით, მაშინ ჩვენ მოხარულები ვიქნებით ვაწარმოოთ მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე, მაგრამ თუ არა, მაშინ მე მართლაც ვწუხვარ, ქვეყანა არ მიდის სწორი მიმართულებით

ჩემი გვჯერა, რომ გზა მთავრობამ უნდა გაკაფოს. უზრუნველყოს ეს საკუთარი მოქალაქეებისთვის. აშკარაა, ის, რასაც ახლა ვხედავთ საქართველოში, ქვეყანა არ მიდის სწორი მიმართულებით. მოქალაქეებს სურთ, მათ აირჩიეს ევროპა და მთავრობა მხარს არ უჭერს ამას, ვხედავთ მასშტაბურ უკუსვლას", - განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ.