მათ თავად აღარ ისურვეს პასუხების მოსმენა და შესაბამისად, გადაიდო ეს შეხვედრა. ჩვენ ვართ მზად ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში გავცეთ ნებისმიერ კითხვას პასუხი და თუკი მათ აინტერესებთ საქართველოს ოფიციალური პოზიცია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაგეგმილი იყო კონკრეტული დიალოგი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

"დაგეგმილი იყო კონკრეტული დიალოგი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, აქ სანქცირებაზე საუბარი, რა თქმა უნდა, უადგილოა. მათ მოგვაწოდეს კონკრეტული საკითხები, რაზეც უნდა ყოფილიყო დიალოგი, შესაბამისად, განისაზღვრა უწყებები, კითხვებზე, რომელიც მათი მხრიდან იყო დასმული გაეცემოდა ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ამომწურავი პასუხები. სამწუხაროდ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მათ თავად აღარ ისურვეს პასუხების მოსმენა და შესაბამისად, გადაიდო ეს შეხვედრა. როდესაც იქნება მზაობა კონკრეტული დიალოგისთვის, საქართველოს მთავრობა და თითოეული ის წარმომადგენელი, ვინც დაესწრება ამ დიალოგს, გასცემს ამომწურავ პასუხს თითოეულ კითხვას. საუბარი იყო იმაზე, რომ ისინი მზად არიან, გადადონ ეს დიალოგი, შესაბამისად, ჩვენ ვართ მზად ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში გავცეთ ნებისმიერ კითხვას პასუხი და თუკი მათ აინტერესებთ საქართველოს ოფიციალური პოზიცია იმ საკითხებზე, რაზეც საუბრობდნენ, ჩვენ მზად ვართ, გავცეთ პასუხი. 

რაც შეეხება სანქცირების საკითხს, ევროკავშირის მიერ საქართველოს არცერთი მოქალაქე არ არის სანქცირებული", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით ქართული მხარის მონდომების მიუხედავად, ევროკავშირის მხარემ გადადო ზემოხსენებული შეხვედრა სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით".

გავრცელებული ინფორმაციით კი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელიც ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის მიერ სანქცირებულია, სავარაუდოდ, სანქციების გამო ბრიუსელმა ევროკავშირის ტერიტორიაზე არ შეუშვა.