შიმშილობის აქცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ჩვენ მორალური გამოწვევების წინაშეც ვართ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა მიექანება რუსული დიქტატურისკენ.

"ხელისუფლების ამოცანა ქვეყნის იზოლაციაა. შესაძლოა, ეს რაღაც ეტაპზე შანტაჟისა და ვაჭრობის ობიექტად გახადონ, მაგრამ ამით ცდილობენ, რომ ხაზი გაუსვან იმას, რომ არ აპირებენ ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების ანგარიშის გაწევას.

რაც შეეხება შიმშილობის აქციას, ის  აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ჩვენ მორალური გამოწვევების წინაშეც ვართ. ასეთი მოცემულობიდან გამომდინარე, ამ ყველაფერზე მძაფრი პროტესტი იქნება პასუხი", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტის შენობის წინ 23-ე დღეა, მოქალაქეები შიმშილობენ. მათი მოთხოვნებია - დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.