კალისტრატესთან ვმეგობრობდი, ნამდვილად კარგი კაცი იყო, მაგრამ მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ბაგრატის აღდგენასთან და ეს ამბავი ტელევიზიით გაიგო. ტაძრის აღდგენა თავიდან ბოლომდე ჩემი ინიციატივა იყო და ეს განვახორციელე კიდეც ნიკა რურუასთან ერთად, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.


 

"გუშინწინ იაგო ხვიჩიასთან ორი ქუთაისელი ადგილობრივი "ოპოზიციური" პოლიტიკოსი ძალიან ვრცლად საუბრობდა ბაგრატის აღდგენაზე და ეს აღდგენა მთლიანად ქუთათელ-გაენათელ მღვდელმთავარს კალისტრატეს მიაწერეს და მე არც კი მახსენეს.

კალისტრატესთან ვმეგობრობდი, ნამდვილად კარგი კაცი იყო, მაგრამ მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ბაგრატის აღდგენასთან და ეს ამბავი ტელევიზიით გაიგო. ტაძრის აღდგენა თავიდან ბოლომდე ჩემი ინიციატივა იყო და ეს განვახორციელე კიდეც ნიკა რურუასთან ერთად.

ამ ორ ქუთაისელ პოლიტიკანს კი მინდა ვუთხრა "ვირო მადლიო" ნამდვილად თქვენზე და თქვენნაირებზეა ნათქვამი. თქვენ რომ გგონიათ, რომ ჩემი არ ხსენებით, თქვენს "პარტიებს ხმები მოემატება, კარგად აჩვენებს რა მასშტაბის ადამიანები ხართ. მე ამით არაფერი მაკლდება აი თქვენი ადამიანური წონა კი პლინტუსის ქვემოთა ეცემა.

ამჟამად ქუთაისი დაცლილი და განადგურებულია. ჩემი ხედვით მისი აეროპორტი უნდა გაზრდილიყო დუბაის მასშტაბამდე. მთელი მთავრობა იქ უნდა გადასულიყო, ქუთაისი გახდებოდა ტექნოლოგიების და ინოვაციების ქალაქი.

წყალტუბო უნდა გამხდარიყო მარაკეშზე უკეთესი და ქუთაისიდან უნდა გაკეთებულიყო მოკლე გზა გვირაბით სვანეთამდე, სადაც წელიწადში 2 მილიონი ტურისტი ჩავიდოდა ევროპის საუკეთესო სათხილამურო კურორტებზე, მაგრამ მედროვეების პირობებში რაც შევძელი, ისიც სასწაულად მეჩვენება. გვჭირდება ახალი არა კონფორმისტი ხალხი და ბევრად უფრო მეტს შევძლებთ", - წერს სააკაშვილი.