როცა ჩვენ ვსაუბრობთ რიყის თეატრის ნგრევაზე, ამას უდევს პირადი შურისძიება საფუძვლად, რადგან ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ პროექტში, - ამის “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ამ შენობაზე გაბოროტებულია.

"როცა ვსაუბრობთ ივანიშვილის დანგრეულ საქართველოზე, საუბარია არა მხოლოდ ინსტიტუციებზე, არამედ ინფრასტრუქტურაზე და ახლა ის მიაგდა რიყის თეატრს, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურული შედევრი 2010 წლების, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ასეა აღიარებული მთელი ევროპის მიერ და რომელიც მაქსიმილიანო ფუკსასის არქიტექტურული ნიმუშია,  რომელიც უნდა ყოფილიყო სავიზიტო ბარათი თბილისის, კულტურული ცენტრი.

როცა ჩვენ ვსაუბრობთ რიყის თეატრის ნგრევაზე, ამას უდევს პირადი შურისძიება საფუძვლად, რადგან ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ პროექტში, სწორედ მას სურდა, რომ ეს პროექტი შემდგარიყო და შეექმნა ისეთი შენობა, რომელიც უმასპინძლებდა ყველაზე მაღალი დონის კონცერტებს. ამიტომ, ერთი მხრივ, ისინი ებრძვიან არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს, არამედ ინფრასტრუქტურას, თბილისს, კულტურას.

სხვათა შორის, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ბევრმა არ იცის - ივანიშვილს სურდა ამ ადგილას აშენებულიყო ფრინველის ფორმის შენობა, რომელიც დაამახინჯებდა იქაურობას, აბსოლუტურად შეუცვლიდა რეკრეაციულ ფუნქციას და იერსახეს რიყეს და როდესაც უარი უთხრეს ამაზე, ის არის აბსოლუტურად გაბოროტებული ამ შენობის მიმართ. ამიტომაც, ჯერ მოხდა მისი გავერანება, ახლა კი მისი დანგრევაა განზარხული", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.