მარნეულში შვილმა მამა მოკლა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ სიტყვიერი კამათი უძღოდა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
მარნეულში შვილმა მამა მოკლა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ სიტყვიერი კამათი უძღოდა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
1784285572
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ოპოზიციიდან თავდასხმები გრძელდება."როდესაც არ წყდება ჩვენ წინააღმდეგ თავდასხმები, როგორ უნდა გითხრათ, რომ ვიმუშავებთ ამავე ხალხთან?! საჭირო მომენტში, როცა საქართველოს დასჭირდება, ყველაფერზე უარს ვიტყვით, მაგრამ ამ ეტაპზე ადამიანებს აგინებენ სოციალურ ქსელში და პარალელურად უნდა ემუშაო მათ?! - ეს ხომ წარმოუდგენელია, ფიზიკურად არ გამოვა.შარზე არის ეს ხალხი, საქმეს ვერ გააკეთებ, მოვლენ, თავს დაგესხმებიან. თვითონ, ჩვენ გარეშე თუ უნდათ საქმის გაკეთება, გააკეთონ, მივესალმებით, მაგრამ რახან არ ვუნდივართ და თავს გვესხმიან - წარმატებებს ვუსურვებ, თუ ჩვენ გარეშე შეუძლიათ საქმის კეთება - ჰა ბურთი, ჰა - მოედანი. თუ ავტორიტარიზმის ფორმულად "ნაცების" დამარცხებას გამოაცხადებენ, როგორ უნდა ვესაუბროთ", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
1784285100
მისივე თქმით, ეს ჩიტი გახდა დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი."ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა. ეს "ჩიტი" დაფარავდა მთელ რიყეს, ბარათაშვილის აღმართს, ავლაბრიდან მთელ მთაწმინდის პლატოს, მამა დავითს, "ბროვკას" და ნაწილობრივ ავლაბარსა და სამებასაც. ივანიშვილის "გემოვნება-უგემივნობა" კი არ ჩანს აქედან, არამედ მისი სრული არაადეკვატურობა და მეგალომანია. ეს ჩიტი გახდა ჩვენი ერთ-ერთი დაპირისპირების მიზეზი.პ.ს. 20 ათასი კვ.მ. მარტო კარაოკე იყო", - წერს გიგი უგულავა.
1784283400
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ამ შენობაზე გაბოროტებულია."როცა ვსაუბრობთ ივანიშვილის დანგრეულ საქართველოზე, საუბარია არა მხოლოდ ინსტიტუციებზე, არამედ ინფრასტრუქტურაზე და ახლა ის მიაგდა რიყის თეატრს, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურული შედევრი 2010 წლების, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ასეა აღიარებული მთელი ევროპის მიერ და რომელიც მაქსიმილიანო ფუკსასის არქიტექტურული ნიმუშია, რომელიც უნდა ყოფილიყო სავიზიტო ბარათი თბილისის, კულტურული ცენტრი.როცა ჩვენ ვსაუბრობთ რიყის თეატრის ნგრევაზე, ამას უდევს პირადი შურისძიება საფუძვლად, რადგან ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ პროექტში, სწორედ მას სურდა, რომ ეს პროექტი შემდგარიყო და შეექმნა ისეთი შენობა, რომელიც უმასპინძლებდა ყველაზე მაღალი დონის კონცერტებს. ამიტომ, ერთი მხრივ, ისინი ებრძვიან არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს, არამედ ინფრასტრუქტურას, თბილისს, კულტურას.სხვათა შორის, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ბევრმა არ იცის - ივანიშვილს სურდა ამ ადგილას აშენებულიყო ფრინველის ფორმის შენობა, რომელიც დაამახინჯებდა იქაურობას, აბსოლუტურად შეუცვლიდა რეკრეაციულ ფუნქციას და იერსახეს რიყეს და როდესაც უარი უთხრეს ამაზე, ის არის აბსოლუტურად გაბოროტებული ამ შენობის მიმართ. ამიტომაც, ჯერ მოხდა მისი გავერანება, ახლა კი მისი დანგრევაა განზარხული", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
1784282896
ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა."წარმოუდგენელი განცხადება მოვისმინეთ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლის მხრიდან. კონკრეტულად, გვარამიამ გააკეთა აღნიშნული განცხადება, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინა მოიგებს ომს, ტრილიონებს დაახარჯავენ მას, საქართველოს კი არაფერი შეხვდება. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „დიფ სთეითი“ და მისი აგენტურა დღემდე მისტირის, რომ საქართველო არ აჰყვა მათ ავანტურას, არ ჩაერთო ომში და ქვეყანაში არ გახსნა მეორე ფრონტი. ომის და მეორე ფრონტის გახსნის მსურველები დღესაც გამოდიან და საჯაროდ გვიმტკიცებენ, რომ უკრაინა არის საუკეთესო მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, რომ დაკარგა ტერიტორიები, ასი ათასობით ადამიანია დაღუპული, ინფრასტრუქტურა განადგურებული. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველო არის ცუდ მდგომარეობაში, იმიტომ, რომ საქართველომ არ დაიწყო ომი, არ გააჩაღა მეორე ფრონტი ქვეყანაში. ამას გვიმტკიცებენ ეს აგენტურის წარმომადგენლები. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რას ცდილობენ ამ ტიპის განცხადებებით: პირველი, რომ გაამართლონ ის დანაშაული, რაც 2008 წლის ომად, განადგურებულ ინფრასტრუქტურად, დაკარგულ ტერიტორიებად, უამრავ გარდაცვლილ ადამიანად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას. რაც მოხდა, ის იყო ძალიან მძიმე დანაშაული და კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ზოგადად „დიფ სთეითს“ საერთოდ არ აინტერესებს სახელმწიფოებრიობის ბედი. იქნება სახელმწიფო თუ არ იქნება, მათთვის მთავარია ის დავალებები, რაც გარედან წამოვა. საერთოდ არ აინტერესებთ, ხალხი დაიღუპება, ქალაქები განადგურდება, თუ რა მოხდება. მათთვის მთავარია, მათ ინტერესს შეეწიროს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, მაგრამ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში, ატარებს ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესს. შესაბამისად, ეს განცხადებები ყველაფერზე ძალიან კარგად მიუთითებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.მანვე პარალელი გაავლო იმ განცხადებებთან, რომელსაც ოპოზიცია მაშინ აკეთებდა, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო."თუ გსურთ, პარალელები რომ გავავლოთ, გავიხსენოთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ აგენტურის წარმომადგენლები, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, თითქოს ქვეყანამ ამით მილიარდები დაკარგა. მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას: სად არის ეს მილიარდები, რომელიც ქვეყანას უნდა მიეღო საჩუქრად? საჩუქრად არავინ არაფერს იძლევა. 2008 წლის ომის შემდეგ მოცემულ თანხებს დღესაც მთავრობა კრედიტის სახით აბრუნებს და და იხდის ამ ვალებს. ეს არის რეალობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1784282006
როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, პროექტის ავტორებისგან თბილისის მუნიციპალიტეტში არანაირი წერილი არ შემოსულა.მისივე თქმით, ე.წ. რიყის დოქები ეკუთვნის კერძო მესაკუთრეს და პროექტის ავტორებმაც მას უნდა მიმართონ."არანაირი წერილი არ ყოფილა მათგან შემოსული. რომ შემოსულიყო, მას გაეცემოდა პასუხი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან.ე.წ. რიყის დოქებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. ეს იყო აბსოლუტურად უფუნქციო შენობა-ნაგებობა. თავის დროზე ამ პროექტში ათეულობით მილიონი ლარი რომ დაიხარჯა, ეს გაუმართლებელი ნაბიჯი იყო. ახლა შენობა ეკუთვნის კერძო მესაკუთრეს, გადაწყვეტილებაც მან მიიღო. მუნიციპალიტეტს ან ხელისუფლებას ამ საკითხთან არანაირი კავშირი არ აქვს. შეგიძლიათ მსგავსი კითხვებით კერძო მესაკუთრეს მიმართოთ. თავად პროექტის ავტორსაც შეუძლია კერძო მესაკუთრესთან აწარმოოს მსგავსი მოლაპარაკებები, რადგან ნაგებობა სხვაგან უნდა გადაიტანონ თუ რა სახის ბიზნესსაქმიანობა უნდა აწარმოონ, ეს არ შედის ჩვენს კომპეტენციაში.ჩვენთან მომართვა იყო დემონტაჟზე. იცით, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ნებართვის გარეშე მსგავსი რამ ვერ მოხდება. დემონტაჟის გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან ერთად იქნა მიღებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1784281683
მისი თქმით, სწორედ ევრობიუროკრატების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ განაპირობებს მათ მიმართ ნდობის შემცირებას."როგორ შეიძლება ევრობიუროკრატების მიმართ ნდობაზე ვისაუბროთ, როდესაც ვისმენთ იმ ტიპის განცხადებებს და თუნდაც ვხედავთ მიღებული რეზოლუციების სახით მათ გადაწყვეტილებებს, რაც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით შემოიფარგლება და სიცრუით არის გაჯერებული.ცხადია, ამ ყველაფერს ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, შეფასებასაც და ანალიზსაც აკეთებს და ეს დამოკიდებულება, რაც არის ქართული სახელმწიფოს მიმართ, კატეგორიულად მიუღებელია.ევრობიუროკრატიის მიმართ ნდობა, რა თქმა უნდა, შემცირებულია ისევ და ისევ თავიანთი გადაწყვეტილებების, განცხადებებისა და იმ არასამართლიანი დამოკიდებულების გამო, რაც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ აქვთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.მან, ასევე აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატიის მიდგომა არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოექცე სხვა სახელმწიფოს."იმისთვის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, თუ რა არის პოლიტიკური ტერორიზმი, ძალიან კარგი მაგალითია ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოეპყრო სხვა სახელმწიფოს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ამ დამოუკიდებლობისთვის წინა თაობებმა სისხლი დაღვარეს და არავის მიეცემა ქვეყნის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ფეხქვეშ გათელვის შესაძლებლობა, ვინც არ უნდა იყოს ეს - ევრობიუროკრატი, თუ რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი.ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ქართულ სახელმწიფოებრიობას, ჩვენს სუვერენიტეტსა და ქართველი ხალხის ნებას“, - განაცხადა კალაძემ.
1784281598
პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსდა სამი განსხვავებული ზომისა და დანიშნულების დასასვენებელი პავილიონი და შეიქმნა ძაღლებისთვის განკუთვნილი კინოლოგიური სივრცე. ასევე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, კალათბურთის მოედანი, სავარჯიშო და საბავშვო ზონები."დიდ დიღომში, მესამე მიკრორაიონში კიდევ ერთი ძალიან კარგი პროექტი დავასრულეთ. ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყო ძალიან კარგი პარკი. დაირგო ხე-მცენარეები, დამონტაჟდა ბავშვებისთვის შესაბამისი ატრაქციონები, მოსასვენებელი პავილიონები, განათებისა და სარწყავი სისტემები. ცალკე გამოიყო დამოუკიდებელი სივრცე ძაღლებისთვის, რათა პარკში მყოფ მოქალაქეებს არ შეექმნათ დისკომფორტი. ძალიან სასიამოვნო გარემო შეიქმნა. ირგვლივ ბევრი საცხოვრებელი კორპუსია და, პირველ რიგში, აქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ სივრცე, სადაც შეძლებენ დასვენებას, განტვირთვას, ვარჯიშს. ჩვენ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ, რადგან მწვანე სივრცეები, რეკრეაციული არეალები ჩვენს ქალაქს ძალიან უხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.სამუშაოების ფარგლებში ტერიტორია აღიჭურვა თანამედროვე საპარკო ავეჯით, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმო გამწვანების სამუშაოებს - დაირგო 2 751 ნერგი, ასევე, 5 316 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახი. პროექტის სრული ღირებულება 2 000 000 ლარს შეადგენს.დასრულებულ სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე, საბურთალოს გამგებელი გიზო ვასაძე, ასევე საკრებულოს წევრები გაეცნენ.
1784281270
"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მოწყობილი იყო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ და საქმიანობდა საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნებართვის გარეშე.მასშტაბურად ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ერთდროულად ჩატარდა ჩხრეკა 22 ლოკაციაზე, რა დროსაც ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა, კომპიუტერული ტექნიკა და ვალუტის კონვერტაციისთვის საჭირო შესაბამისი ინვენტარი.ამოღებული ვალუტის საერთო ღირებულება 500 000 ლარს აღემატება.ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე პირების გამოვლენის მიზნით.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
თბილისის აეროპორტი დაიტბორა
1783447451
როგორ ცვლის XELOBA.GE ქართულ ბაზარს, წარმატებისგან ერთი ნაბიჯი
1783189869
მედიის წარმომადგენლები ელისო კილაძისთვის შეზღუდვების მოხსნას და სასამართლო პროცესების გახსნას ითხოვენ
1783243560
2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარედგინება
1783582026
კაპრალ რაჟდენ ლეთოდიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
1783781246