ფხაკაძეებმა კალაძეს შესთავაზეს, რომ ბიუჯეტში გადაიხდიდა 2.6 მილიონამდე ლარს და სამაგიეროდ მიიღო 15-17  მილიონი ლარის სამშენებლო ნებართვა. ერთი საკრებულოს სხდომა, ერთი საკითხი, ერთი კოეფიციენტის მომატება და ააორთქლეს 12-15 მილიონი ლარი. ამიტომაც არიან ჩუმად და უჭერენ მხარს დე ფაქტო ხელისუფლებას, - წერს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

“სანამ ახალგაზრდებს რუსთაველზე ასახიჩრებდნენ, აწამებდნენ, 19-20-21 წლის ბიჭებს, მსახიობებს ციხეში უშვებდნენ, ამასობაში, ვისოლის ფხაკაძეები და კალაძე  მილიონიან გარიგებას - შეთანხმებას აფორმებდნენ თბილისელების ხარჯზე.

დეკემბერში, საკრებულოს სხდომაზე, ხალხს, თბილისელებს კი არ განიხილავდნენ, არამედ მოპარულ მილიონებს, კორუფციულად ნაძარცვ თანხებს "იპრავებდნენ".

ფხაკაძეებმა კალაძეს შესთავაზეს, რომ ბიუჯეტში გადაიხდიდა 2.6 მილიონამდე ლარს და სამაგიეროდ მიიღო 15-17 მილიონი ლარის სამშენებლო ნებართვა. ერთი საკრებულოს სხდომა, ერთი საკითხი, ერთი კოეფიციენტის მომატება და ააორთქლეს 12-15 მილიონი ლარი.

ამიტომაც არიან "გაყურსულები", ამიტომაც დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს და ამიტომაც ამაგრებენ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. ეს არის ერთი გადაწყვეტილება და ასეთი ფაქტები უამრავია.

ამ გადაწყვეტილებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია აუცილებლად გაასაჩივრებს, მინიმუმ, დროის მოსაგებად. ჩვენი ფრაქცია და იურისტთა ჯგუფი მუშაობს სარჩელზე", - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.