"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ფიქრობენ სანქციების გაფართოებაზე, რომ "ოცნების“ ლიდერები, რომლებიც ამ ქვეყანას აკარგვინებენ თავისუფლებას და ევროპულ მომავალს, დასანქცირდნენ და მათი მიმოსვლა ევროპაში იყოს შეზღუდული“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ანა წითლიძემ დიპლომატიური ვიზების შეჩერებაზე.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით, თუმცა შემდეგი ნაბიჯი აუცილებლად ევროკავშირის მხრიდან არა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტების გაუქმება უნდა იყოს, არამედ ყველა ის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“ უნდა იცოდნენ, რომ ისინი ვერ შეძლებენ ევროპაში თავისუფლად სიარულს, ვერც მათი ოჯახის წევრები და შემდეგი ნაბიჯი უნდა იოს თითოეული მათგანის დასანქცირება ისე, რომ ისინი ვერ ახერხებდნენ მოგზაურობას.

ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ ძალიან ინტენსიურად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ფიქრობენ სანქციების გაფართოებაზე, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იქნება, რომ „ოცნების“ ლიდერები, რომლებიც ამ ქვეყანას აკარგვინებენ თავისუფლებას და ევროპულ მომავალს, დასანქცირდნენ და მათი მიმოსვლა ევროპაში იყოს შეზღუდული“, - განაცხადა ანა წითლიძემ.