“მურთაზ ზოდელავა კოალიცია “ახლების” ერთ-ერთი ლიდერი და წევრი არის დაარსების დღიდან - დღემდე. “ახლებში”, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არცერთი ინტერვიუ მურთაზ ზოდელავაზე და ფბ პოსტებიც კი. ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია თუნდაც ყველაზე არაობიექტური კითხვა დასვას, მაგრამ მე კითხვა გამიჩნდებოდა, მურთაზ ზოდელავა მისი გუნდისგან და მეგობრებისგან არ იმსახურებს თანადგომას?” - წერს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.

“მურთაზ ზოდელავა კოალიცია ახლების ერთ-ერთი ლიდერი და წევრი არის დაარსების დღიდან - დღემდე.

ძალიან მწვავე განცხადებებით გამოირჩეოდა ენმ-ს შიდა პროცესების დროს, ახლა ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ფაქტი რომ აღვნიშნო.

ადამიანმა თავი გაწირა და ციხეში 9-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

იბრძოლა იმისთვის, რისიც სწამდა და გაბედა ის, რასაც ბევრი ვერ იზამდა.

კოალიციის ლიდერებმა გვარამია/ მელიამ დღეს 4 ოქტომბერზე განცხადება გაავრცელეს.

განცხადების შინაარსში არ შევალ.

არც ერთი სიტყვა მურთაზ ზოდელავაზე, მათ უახლოეს მეგობარზე და კოალიციის ლიდერზე.

ახლებში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არცერთი ინტერვიუ მურთაზ ზოდელავაზე და ფბ პოსტებიც კი.

მე არასოდეს არ დავამუნათებ ჟურნალისტებს კითხვის დასმაზე, მიუხედავად იმისა, მოტივები ვიცი თუ არ ვიცი, ან მომწონს თუ არა.

ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია თუნდაც ყველაზე არაობიექტური კითხვა დასვას - ეს მისი უფლებაა და საზოგადოება თვითონ აკეთებს სწორ დასკვნებს. ამიტომ კითხვას დასვამთ, პასუხიც არ უნდა უკვირდეს არავის.

თუნდაც მიუღებელი.

მით უმეტეს არ მივუთითებ ვინმეს რამე ჰკითხონ.

მაგრამ მე კითხვა გამიჩნდებოდა, მურთაზ ზოდელავა მისი გუნდისგან და მეგობრებისგან არ იმსახურებს თანადგომას? ეს კითხვა არ გაქვთ?

ან ეს რატომ არსად აღინიშნება?” - წერს ანა წითლიძე