ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ერთეული ინციდენტებისა, ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე პროცესები იყო მშვიდობიანი, -  ამის შესახებ "ღია საზოგადოება საქართველოს" წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.

"HRW არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული და გავლენიანი ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ ანგარიშში საუბარია იმ პროტესტზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს და აღნიშნულია, რომ მიუხედავად ერთეული ინციდენტებისა, ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე პროცესები იყო მშვიდობიანი.

პირდაპირაა მოწოდებული, რომ ის ადამიანები გათავისუფლდნენ, რომლებიც მანიფესტაციის უფლებით სარგებლობდნენ. 

ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ უფრო ბევრმა სახელმწიფომ მოახერხოს პოზიციის მობილიზება და პოზიციის ფორმირება საქართველოსთან მიმართებით ადამიანის უფლებების საკითხების გარშემო", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ. 

Humans Right Watch ხელისუფლებას დაკავებული აქტივისტებისა და "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.