“ხელისუფლებას ეშინია 4 ოქტომბრის. არ ჰყოფნით გდდ-ს სპეცრაზმი, არ ჰყოფნით და არ ენდობიან პოლიციას, ჯარის პოზიცია და განწყობები ისედაც იციან და ახლა ცდილობენ კაზინოებისა და ბარების დაცვის თანამშრომლებიც დაიმატონ“ - წერს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ირაკლი ნადირაძე სოციალურ ქსელში.

“არ ჰყოფნით გდდ-ს სპეცრაზმი, არ ჰყოფნით და არ ენდობიან პოლიციას, ჯარის პოზიცია და განწყობები ისედაც იციან, ვერ იმატებენ საჭირო რაოდენობის ადამიანებს დაცვის პოლიციიდან თუ სხვა სამთავრობო ძალოვანი უწყებებიდან და ახლა მიადგნენ კაზინოებისა და ბარ-რესტორნების კერძო დაცვის სამსახურებს და თანამშრომლებს, რომ იქნებ "კარგი" ანაზღაურების სანაცვლოდ ხალხი დაიმატონ 4 ოქტომბრისთვის ფაქტია, ძალიან ეშინიათ ქოცებს... ე.წ. ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცის, რომ 4 ოქტომბერს, ჯერ რომ არ ყოფილა იმდენი ხალხი გამოვა ქუჩაში და გამოვა მშვიდობიანად, სამოქმედოდ და გამარჯვებისთვის!!!" - წერს ნადირაძე.