არსებობს კონკრეტული გზა, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები და ჩვენ, დასავლური ოპოზიციური პარტიები ამ გეგმებსა და ნაბიჯებზე ვმუშაობთ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებას სურს ერთიანი და ერთად მომუშავე ოპოზიცია.

"არსებობს ერთი მარტივი გზა - თუ ჩვენ არ შევწყვეტთ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას, რეპრესიულ კანონმდებლობას არ გავაუქმებთ, თუ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებაზე არ შევთანხმდებით და არსებობს კიდეც კონკრეტული გზა, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ისე მიზანს ვერ მივაღწევთ და ჩვენ, დასავლური ოპოზიციური პარტიები ამ გეგმებსა და ნაბიჯებზე ვმუშაობთ და მიზნის მისაღწევად ვისწრაფვით ერთობლივი ძალებით. 

საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ ერთიანობა საჭიროც და აუცილებელიც იყო, მე ამიტომ ვამბობ, რომ ეს ერთიანობა იყო საპროტესტო ელექტორატის დაკვეთა", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.