"ქართული ოცნება" არ არის დაინტერესებული, რომ ჩვენ დავუახლოვდეთ ევროპას, მივიღოთ მონაწილეობა იმ პროცესებში, რომელშიც ჩართულია უკრაინა და მოლდოვა, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" არ სურს ქვეყნის ევროინტეგრაცია.

"ევროპელები ძალიან კარგად ხვდებიან, რომ "ქართული ოცნება" არ არის დაინტერესებული იმით, რომ საქართველო იყოს ევროპული, დემოკრატიული, "ქართული ოცნება" არ არის დაინტერესებული, რომ ჩვენ დავუახლოვდეთ ევროპას, მივიღოთ მონაწილეობა იმ პროცესებში, რომელშიც ჩართულია უკრაინა და მოლდოვა, ვგულისხმობ ევროინტეგრაციის უნიკალურ შესაძლებლობას და აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენ ამ პროცესებს ჩამოვშორდეთ. ეს არის საქართველოს ყველაზე დიდი იზოლაცია. აცდენაა აქვს "ქართულ ოცნებას" იმ რეალობასთან, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის არის ნათელი. ყველას კარგად ესმის, რა ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში და როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები, ადამიანის თავისუფლება", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.