პოლიტსაბჭოზე გადაწყვეტილება მივიღეთ სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება შემდეგს - არცერთი ნაბიჯი უკან არავისთან! თუ ვინმეს ერთიანობა სურს, ჩვენ მზად ვართ. ჩვენი ქვეყანა არის გადასარჩენი და შესაბამისად, ყველა დისკუსიისთვის მზად ვართ, სადაც რეალური ერთიანობა იქნება, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

დღეს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაში” პარტიის პოლიტსაბჭოს ყრილობა გაიმართა, სადაც როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ პოლიტსაბჭომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილებები სტრატეგიასთან დაკავშირებით;

“ჩვენი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებაა - არცერთი ნაბიჯი უკან და მათ შორის ყველა ე.წ. ოპოზიციონერს გაეცემა პასუხი მათ ქმედებებზე. “ნაციონალური მოძრაობა” უკვე წლებია, ერთიანობაზე საუბრობს, თუმცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად “ნაციონალურ მოძრაობას” ესხმიან თავს, ამიტომ ყველამ პირი გამოირეცხოს, სანამ “ნაციონალურ მოძრაობაზე” ისაუბრებენ. ჩვენი მომდევნო პოლიტიკური ნაბიჯები დაკავშირებული იქნება არა თავდაცვასთან, არამედ თავდასხმით პოზიციასთან.

დარწმუნებული ვარ, რომ გაზაფხულზე დაიწყება აქციების მეორე ფაზა, აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში, განსაკუთრებით დედაქალაქში, სადაც ძალიან მძიმე ბრძოლები გველოდება.

როგორც აღვნიშნე, პოლიტსაბჭოზე გადაწყვეტილება მივიღეთ სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება შემდეგს - არცერთი ნაბიჯი უკან არავისთან! თუ ვინმეს ერთიანობა სურს, ჩვენ მზად ვართ, არც პარტიის ლოგოზე არ გვაქვს გართულება, არც სახელზე, არც ნომერზე, ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ჩვენი ქვეყანა არის გადასარჩენი და შესაბამისად, ყველა დისკუსიისთვის მზად ვართ, სადაც რეალური ერთიანობა იქნება და არა ის, რომ ჩვენ იქით ყველას ვეფეროთ, 13 წელი ჩვენს კისერზე გადაიარა ყველაფერმა, ზოგი ორი დღეა, რაც ოპოზიციაში და იმათმა იქიდან ტალახი გვესროლონ, ასე არ გამოვა!” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა