ამერიკის შეერთებული შტატები დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

"თავისუფლების, სიმამაცისა და დემოკრატიის 249 წელი! დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

გილოცავთ 4 ივლისს!" - წერს აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში.

ისტორიული დოკუმენტი, რომლითაც ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანულმა კოლონიებმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, კონგრესმა 1776 წლის 4 ივლისს ერთხმად მიიღო.