აშშ-ის სენატმა ორპარტიული კანონპროექტი - MEGOBARI Act განსახილველად მიიღო, - ინფორმაციას ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, MEGOBARI Act-ის კანონპროექტი სენატის საკანონმდებლო კალენდარში 70-ე საკითხად დარეგისტრირდა. 

"MEGOBARI აქტი სენატში შევიდა. ორი განხილვა. განთავსდა სენატის საკანონმდებლო კალენდარში მთავარი რეგლამენტის შესაბამისად. კალენდარი #70.

ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც საქართველოს ირანელი ტერორისტების, ჩინეთის კომუნისტური პარტიის და ომის დამნაშავე პუტინისკენ უბიძგებს. ამბობს კანონპროექტის ავტორი ჯო უილსონი.

"მეგობარი აქტის მიღება, 90%-იანი მანდატით აჩვენებს ამერიკის მხარდაჭერას კანონიერი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და ქართველი ხალხის მიმართ და ტირანული მაფიოზური მონების უარყოფას, რომლებიც საქართველოს დიქტატორებზე ყიდიან. ქართული ოცნება შეურაცხყოფას აყენებს პრეზიდენტ ტრამპს. წინსვლის ერთადერთი გზა - სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა", - წერს ჟურნალისტი.