აშშ-სთან "ოცნების" ურთიერთობების მოწესრიგება და გადატვირთვა იმთავითვე არ მოიაზრებდა კლასიკური ურთიერთობების ნორმალიზებას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ოცნებისთვის" რთულად წარმოსადგენი იყო, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია, ისევე როგორც ევროკავშირი, ვერ შეძლებდა ურთიერთობების მოგვარებას მათი ნაბიჯების მიუხედავად.

"აშშ-სთან "ოცნების" ურთიერთობების მოწესრიგება და გადატვირთვა იმთავითვე არ მოიაზრებდა კლასიკური ურთიერთობების ნორმალიზებას. თავიდანვე იყო გეგმაში - მიგვიღეთ ისეთი, როგორიც ვართ, ვმართავთ ვითარებას, ისე, როგორც ვმართავთ და ასე გავაგრძელოთ ურთიერთობები. "ოცნებისთვის" რთულად წარმოსადგენი იყო, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია, ისევე როგორც ევროკავშირი, ვერ შეძლებდა ურთიერთობების მოგვარებას. მათ ჩათვალეს, რომ ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციასთან არ იყო ასე წინა ხაზზე გამოტანილი გზავნილებში ადამიანის უფლებების დაცვა, მაგრამ მათ არ არ ჰქონდათ იმის ფიქრის საფუძველი, რომ ისინი თუ აქ ამ ტიპის მმართველობას დააყენებდნენ, იქიდან არ ექნებოდათ რეაქცია. რაც ყველაზე მთავარია, აშშ-თან "ქართული ოცნების" სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენის სურვილი არასდროს არ ყოფილა. ეს გამოწვეულია ბიძინა ივანიშვილის შფოთვით", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.