იმისთვის, რომ პარტია გახდეს კიდევ უფრო მეტად სახალხო, შემოგვაქვს დამატებითი მექანიზმი, რაც გულისხმობს პარტიის წევრების უშუალო მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე კომპონენტი უკავშირდება პარტიის ფინანსურ დამოუკიდებლობას, აღნიშნულისთვის კი შეიქმნა პარტიის დონაცია.

"ჩვენ კიდევ დამატებით, იმისთვის, რომ პარტია გახდეს კიდევ უფრო მეტად სახალხო, შემოგვაქვს დამატებითი მექანიზმი, რაც გულისხმობს პარტიის წევრების უშუალო მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც არ უნდა იყოს პარტიაში, უნდა მიიღებოდეს ფართო ჩართულობით.

მეორე კომპონენტი უკავშირდებოდა პარტიის ფინანსურ დამოუკიდებლობას, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი.

ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესი, როგორც უკვე ვთქვი, "ნაციონალური მოძრაობის" ათასობით მხარდამჭერია, რომელმაც დონაცია გააკეთა "ნაციონალური მოძრაობისთვის" და იმ იდეისთვის, რასაც ემსახურება ეს პარტია და მე მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ჩვენი ემიგრაცია და ის ადამიანები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობისთვის" რიცხავენ 5, 10 და 20 ლარს", - განაცხადა ანა წითლიძემ.