უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში ჩავიდა, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.

"უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვარ. გრაფიკი მოიცავს შეხვედრებს პრეზიდენტ ტრამპთან, მის გუნდთან და მათთან, ვისაც შეუძლია ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერა. ნომერ პირველი პრიორიტეტია ანტიბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა და ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობა“, - წერს ზელენსკი.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამჟამად ვიზიტის მთავარი პრიორიტეტები საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაა.

"რა თქმა უნდა, მთელი უკრაინის სახელით, ჩვენ პატივს მივაგებთ ლინდსი გრემის ხსოვნას და ვაშინგტონში ცერემონიაზე დამსწრეებთან ერთად გავიხსენებთ მის ძალისხმევას ევროატლანტიკურ რეგიონში და მსოფლიოს სხვა რეგიონებში უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.