ეს არის ხელისუფლება, რომელიც ხალხს ქუჩის პროტესტის გამოხატვაში უშლის ხელს, - ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის კიდევ ერთი დრაკონული საკანონმდებლო პაკეტი.

"ეს არის კიდევ ერთი დრაკონული საკანონმდებლო პაკეტი და ჩვენ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში თვალყურს ვადევნებთ დიქტატორული, ტირანული კანონმდებლობის ჩამოყალიბებას ჩვენს ქვეყანაში. ამას საერთო არაფერი აქვს სამართალთან.

ფაქტობრივად, პროტესტის გამოხატვა უდრის პატიმრობას და ეს უკვე სისხლის სამართლებრივი ჩარევაა გამოხატვის თავისუფლებაში, თუნდაც მოექცეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მაგრამ ამაზე არ ჩერდებიან და ამბობენ, რომ თუ ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა რამდენიმეჯერ იქნება ჩადენილი, სისხლის სამართლებრივი პროცედურები იქნება წამოწყებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ხალხს ქუჩის პროტესტის გამოხატვაში უშლის ხელს", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.