ის, ვინც ახლა მოუწოდებს გაჩერებისკენ, აკეთებს ივანიშვილის საქმეს, ეჭვი მაქვს, რომ არა უანგაროდ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, არის მცდელობა ჩაანაცვლონ ქართველების გენეტიკური კოდი.

"ის, ვინც ახლა მოუწოდებს გაჩერებისკენ, აკეთებს ივანიშვილის საქმეს, ეჭვი მაქვს, რომ არა უანგაროდ. არის მცდელობა ჩაანაცვლონ ქართველების გენეტიკური კოდი.

ახლა გაჩერება, როცა გამარჯვება ასე ახლოა, დაუშვებელია. ვიბრძვით, ვიმარჯვებთ!

მადაგასკარის პრეზიდენტი, მრავალთვიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, გუშინ, იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.