ჩვენ მოვუწოდებთ ახალი არჩევნებისკენ, რომელიც ჩატარდება თავისუფალ ფორმატში, ეს მათ შორის ეფექტიან და სრულყოფილ დაკვირვებასაც გულისხმობს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა კეტლინ ვან ბრემპტიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რეჟიმი ხალხმა უნდა შეცვალოს.

"ჩვენ მოვუწოდებთ ახალი არჩევნებისკენ, რომელიც ჩატარდება თავისუფალ ფორმატში, ეს მათ შორის ეფექტიან და სრულყოფილ დაკვირვებასაც გულისხმობს, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია რეჟიმის შეცვლა საქართველოში, ეს ხალხმა უნდა გააკეთოს და ამისთვის დემოკრატიული არჩევნებია საჭირო.

შთამბეჭდავია, რომ საქართველოში პროტესტი ისევ გრძელდება. მათ აჯარიმებენ - ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, ისინი კი ამ რისკის მიუხედავად, ქუჩაში გადიან. ისინი შეიძლება მომდევნო პერიოდში საპყრობილეში აღმოჩნდნენ. მათ შეუძლიათ წავიდნენ ქვეყნიდან, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ეს ქართველების ბრძოლის უნარიანობას და სიმამაცეს ადასტურებს", - განაცხადა კეტლინ ვან ბრემპტიმ.