საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ კურსი სრულიად შეცვალა, რა თქმა უნდა, უკმაყოფილოები ვართ იმით, რაც ხდება, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წინ მიიწევდა და ამ პროცესის გასაგრძელებლად მკაფიო ვალდებულებები არსებობდა.

"საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წინ მიიწევდა და ამ პროცესის გასაგრძელებლად მკაფიო ვალდებულებები არსებობდა. შემდეგ, ამჟამინდელმა მთავრობამ კურსი სრულიად შეცვალა. რა თქმა უნდა, უკმაყოფილოები ვართ იმით, რაც ხდება. ჩვენი პოზიცია არაერთხელ დავაფიქსირეთ, ასევე, პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული პირების სიაში ქართველი ოფიციალური პირების მნიშვნელოვანი რაოდენობა შევიყვანეთ“, - განაცხადა ბაიბა ბრაჟემ.