მინდა ყველა თქვენგანს მოგიწოდოთ, დღეს 8 საათზე გამოხვიდეთ რუსთაველზე და ერთად ვილოცოთ, - ამის შესახებ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"პროპაგანდისტი მღვდლები და ტელევიზიები ჩემზე ამბობენ, თურმე არ ვლოცულობ, თქვენზე, პროტესტში მონაწილე ხალხზე, რომ არ ხართ მორწმუნე და ხართ ეკლესიის მტრები და ამით ხალხს აცთუნებენ. მე მინდა ყველა თქვენგანს მოგიწოდოთ, დღეს 8 საათზე გამოხვიდეთ რუსთაველზე და ერთად ვილოცოთ ჩვენი ერისთვის, გავაგონოთ უფალს ჩვენი ხმა, რომ მოხედოს ჩვენს ქვეყანას და აღგავოს მიწის პირიდან ჩვენი ქვეყნის მტრები. ყური უფლისა მართალთა ზედა, მართალ ხალხს უსმენს უფალი და არ დააყოვნებს ჩვენი ერის ხსნას.

გელოდებით რუსთაველის გამზირზე ყოველ ხუთშაბათს 8 საათზე.

ბოლომდე - გამარჯვებამდე", - წერს მამა დოროთე ყურაშვილი.