ჩემი აზრით, მოლოდინი საქართველოს მოქალაქეებში იყო ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ახალ სტრატეგიებს დასახავდა, სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ მოვისმინეთ, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილისგან მოისმინეს საკმაოდ კარგი შეფასებები.

“დღეს ნამდვილად არის ისტორიული დღე – თარიღი, როდესაც ქართველმა ხალხმა  გამოიხატა თავისი ნება და დაიბრუნა დამოუკიდებლობა. ეს ისტორიული თარიღი ჩვენი ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა.

სალომე ზურაბიშვილისგან მოვისმინეთ მნიშვნელოვანი გზავნილების შეფასებები. მათ შორის იმაზე, რომ აქ მდგომი ქართველი ხალხის დამსახურებით საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ჩემი აზრით, მოლოდინი საქართველოს მოქალაქეებში იყო ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ახალ სტრატეგიებს დასახავდა, სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ მოვისმინეთ.

თუ ბრძოლა უნდა გადავიდეს  ახალ ფაზაში, მან  უნდა შეიძინოს ახალი ფორმა. ფაქტია, რომ ეს ვერ მოხვდება იმ ფორმატში, რომელიც უკვე რამდენჯერმე დაანონსდა", - განაცხადა ბოკუჩავამ.