თუ სახელების და გვარების დასახელება უნდათ, თუ ვინ უნდა მართოს ეს ქვეყანა, ძალიან ბევრი და მაგარი ახალი სახე ვიცი - ლევან სანიკიძეთი დაწყებული, თენგო თევზაძით და უამრავი სხვა ადამიანით დამთავრებული, სწორედ ახალგაზრდული ენერგიაა საჭირო, - ამის შესახებ “ ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხი უნდა დადგეს ერთად, გატეხოს შიში და დაამარცხოს "ქართული ოცნება".

"თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი იდენტობა უნდა გადაწყვიტოს საარჩევნო ყუთთან, ჩვენ ამის საშუალება უნდა მივცეთ. ჩვენ კი არ მოვდივართ ხელისუფლებაში, ხალხი მოდის ხელისუფლებაში და ის წყვეტს საარჩევნო უბანზე, ვინ უნდა მართოს ეს ქვეყანა. თუ სახელების და გვარების დასახელება უნდათ, თუ ვინ უნდა მართოს ეს ქვეყანა, ძალიან ბევრი და მაგარი ახალი სახე ვიცი - ლევან სანიკიძეთი დაწყებული, თენგო თევზაძით და უამრავი სხვა ადამიანით დამთავრებული, სწორედ ახალგაზრდული ენერგიაა საჭირო.

სომხეთის მაგალითს მინდა, შევეხო - არ დაგავიწყდეთ, რატომ წამოვიდა 2013 წელს სერგი კაპანაძე საგარეო საქმეთა სამინისტროდან - ივანიშვილმა, როგორც მოდელი, სომხეთი აირჩია, რა მაგარიაო, სარქისიანის მოდელია კარგიო. მართვის მოდელი იყო სომხური - ელიტური კორუფცია, პრეფერენციები კონკრეტულ სახელმწიფო ჩინოვნიკებს, კონკრეტულ ჯგუფებს. ჩვენ ამ ფაზაში ვართ, რომ კანონზე მაღლა დგას ივანიშვილი და ის ვერტიკალი, რომელიც ვეღარ მართავს ხელისუფლებას და ებღაუჭება ძალაუფლებას. ჩვენ ახლა შეგვიძლია გამარჯვება. გატეხეთ შიში, გატეხეთ უიმედობა და დავდგეთ ერთად ყოველგვარი ვიწროპარტიული ინტერესებისა და პარტიების მიღმა", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.