ჩვენ გვჭირდება ახალი გეგმა, ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან მიზანს, პროტესტი გაგრძელდა სამი დღე და ღამე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ “ერთიანობა –  ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში არიან, სჭირდებათ ძალიან დიდი მხარდაჭერა, ამიტომ საჭიროა ახალი გეგმა.

"ჩვენ გვჭირდება ახალი გეგმა, ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან მიზანს, პროტესტი გაგრძელდა სამი დღე და ღამე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სტუდენტები, ვინც არიან უნივერსიტეტში სჭირდებათ ძალიან დიდი მხარდაჭერა, ამიტომ საჭიროა ახალი გეგმა, სტრატეგია და არა აქ ყოფნა, რადგან, პოლიციისგან აღარ იხარჯება დამატებითი რესურსები. ჩვენ დღეს შევიკრიბებით, ხვალაც შევიკრიბებით და რა თქმა უნდა, დამატებითი გეგმების შესახებ ყველას ვაცნობებთ და პროტესტი, წინააღმდეგობა, არაღიარება გრძელდება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.