საქართველოს სასამართლოს გუშაგის ინფორმაციით, დღეს 27 ივლისს, დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შოთა ქადაგიძე 11 ხმით აირჩია.

მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა დამსწრე ყველა, წევრმა. სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და მოსამართლე წევრი თემურ გოგოხია.

შოთა ქადაგიძე 2017-2021 წლებში იყო პარლამენტის მიერ არჩეული არამოსამართლე წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.