სუსის განცხადება ეს არის აგონიაში მყოფი, შეშინებული ხელისუფლების და რუსი ოლიგარქი ივანიშვილის განცხადება. ეს განცხადება ჰგავს პრევენციას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სუსის განცხადება ცინიზმია, რადგან აქციაზე მყოფი მოქალაქეები მხოლოდ მშვიდობიანი გზით ცდილობენ პროტესტის გამოხატვას.

"სუსის განცხადება ეს არის აგონიაში მყოფი, შეშინებული ხელისუფლების და რუსი ოლიგარქი ივანიშვილის განცხადება. მათ ძალიან კარგად იციან, ასობით ათასი ადამიანი, ვინც აპროტესტებს რუსულ კანონს, ესენი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებსაც, სხვათა შორის, ძალადობრივად გაუსწორდნენ აბსოლუტურად უკანონოდ, რუსული მეთოდებით სულ რამდენიმე დღის წინ. ძალადობა, მუქარები, დაშინება გრძელდება და ეს ზარებიც ამის დასტურია, რომელსაც ისინი ახორციელებენ. 

რა თქმა უნდა, ეს არის სრული ცინიზმი, ჩვენ, იქ მყოფი ადამიანები პარტიული კუთვნილების გარეშე, ყველა ერთად ვაპროტესტებთ რუსულ კანონს, მშვიდობიანი, არაძალადობრივი მეთოდებით და ეს აქციები გაგრძელდება სწორედ ასე, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ევროპაში. ჩვენ ვართ ცივილიზებული ხალხი, რომლებიც ვიბრძოლებთ ყველა იმ დემოკრატიული და არაძალადობრივი მეთოდებით, რომელიც მოგვიტანს შედეგს. ამიტომ, სუსის ეს განცხადება ჰგავს პრევენციას, შეშინებულ ხელისუფლებას ჰგავს", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.