შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი მასალების გასაჯაროებას აანონსებს. 

შაიშმელაშვილმა TV პირველთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ სულ მალე ამუშავდება პლატფორმა, სადაც  მისი თქმით, რეჟიმის მამხილებელი მტკიცებულებები გამოქვეყნდება.

"ეს იქნება ნემსის ჩხვლეტა რეჟიმისთვის", - აღნიშნა შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელსაც შტატებმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

"ძალიან ბევრი მასალა გვაქვს დამუშავებული, რომელსაც ეტაპობრივად გამოვაქვეყნებთ. ეს იქნება ძალიან მოულოდნელი და მტკივნეული რეჟიმისთვის. ეს იქნება ნემსის ჩხვლეტა რეჟიმისთვის" - განაცხადა შაიშმელაშვილმა. 

ამასთან, გდდ-ის ყოფილი შეფი ამბობს, რომ სისტემაში მყოფ პოლიციელებს საშუალება ექნებათ ანონიმურობის დაცვით იმ უკანონობის შესახებ  მიაწოდონ ინფორმაცია ორგანიზაციას, რომელიც უწყებაში ხდება.