აქციების გარეშე არაფერი არ იქნება, აქციები არც შეწყვეტილა, დღესაც არის, აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყველაფერი გავაკეთოთ გამარჯვებისთვის, -  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიცია ძალიან დემორალიზდება ამ პროცესში, რადგან ძალიან ბევრი მებრძოლი ადამიანია, რომელიც უკან დახევას არ აპირებს.

"აქციების გარეშე არაფერი არ იქნება, აქციები არც შეწყვეტილა, დღესაც არის, აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყველაფერი გავაკეთოთ გამარჯვებისთვის. ის მუხტი, რას საზოგადოებიდან მოდის, ჩვენ დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ჩვენ ავანთეთ პროტესტის მუხტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დავინახეთ ძალიან ბევრი მებრძოლი ადამიანი, რომელიც უკან დახევას არ აპირებს და პოლიცია ძალიან დემორალიზდება ამ პროცესში. ვისაუბრებთ კოლეგებთან ერთად და კონსულტაციებს გავივლით შემდგომ ნაბიჯებზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.