მას ექნებოდა გამოწვევები, შიშები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ ის არ იყო რიგითი დანაყოფის წევრი, ის არის იმ დანაყოფის წევრი, რომელიც მოვლენების ეპიცენტრში იდგა, - ამის შესახებ "კანონის უზენაესობის ცენტრის" ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ ირაკლი შაიშმელაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისივე თქმით, უფრო მნიშვნელოვანი იქნება, თუ საჯარო მოხელეები თანამდებობას არ დატოვებენ და პროტესტს ისე გამოხატავენ.

"რა თქმა უნდა, მას ექნებოდა გამოწვევები, შიშები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ ის არ იყო რიგითი დანაყოფის წევრი, ის არის იმ დანაყოფის წევრი, რომელიც მოვლენების ეპიცენტრში იდგა.

პროტესტი ამ რიგითი თანამშრომლების მხრიდან, რომ გაგრძელდეს არ არის აუცილებელი და არც რეკომენდებული, რომ წამოსვლაში იყოს გამოხატული, პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები იყვნენ სისტემაში და სისტემის შიგნით დააფიქსირონ თავიანთი აზრი იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ხდება ქვეყანაში", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობა 4 დეკემბერს დატოვა და ქვეყნიდან ოჯახთან ერთად გაემგზავრა.