როდესაც საუბარია ახალი არჩევნების ჩატარებაზე, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ნეიტრალური ცესკოს და სამართალდამცავი უწყებების პირობებში, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საუბარი იმაზე თუ რას ითხოვენ საქართველოში საქართველოს მოქალაქეები.

"აქ შეიძლება რამდენიმე ხედვა იყოს, მთავარი ამ კრიზისიდან მთავარი ის არის, რომ ჩვენ ვისაუბრეთ და შევთანხმდით რამდენიმე მოდელზე, რომელიც სამართლებრივადაა გამართული და მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში კრიზისი დაიძლიოს.

რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ იმაზე თუ რას ითხოვენ საქართველოში საქართველოს მოქალაქეები და ეს ყველამ ვიცით.

როდესაც საუბარია ახალი არჩევნების ჩატარებაზე, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ნეიტრალური ცესკოს და სამართალდამცავი უწყებების პირობებში", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დღეს ოპოზიციური პარტიები ორბელიანების სასახლეში შეხვდებიან. განიხილება ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხი და ოპოზიციის სამოქმედო გეგმა.