"აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან კატასტროფა განიცადა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავი ბაქოდან ქალაქ გროზნოში მიფრინავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოვარდნამდე თვითმფრინავმა განგაშის შეტყობინება გაავრცელა.

სოციალურ ქსელებში ლაინერის ჩამოვარდნის კადრები ვრცელდება.

არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 62 მგზავრი და ხუთი ეკიპაჟის წევრი იყო.

მედიის ცნობით, ბორტზე იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის 37 მოქალაქე, რუსეთის 16 მოქალაქე, ასევე ყაზახეთის ექვსი და ყირგიზეთის სამი მოქალაქე.

ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აქთაუს აეროპორტთან ავიაკატასტროფის დროს, სულ მცირე, ექვსი ადამიანი გადარჩა, თუმცა მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.