ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ქუჩაში ბრძოლის სცენარებზე ჩვენ გვაქვს სპეციფიკური მიდგომა და არ ვაპირებთ წინასწარ დავაანონსოთ, როდის რას ვიზამთ, ეს ყოველთვის იქნება მოულოდნელი და სხვადასხვა ფორმის, ამ ყველა საკითხზე გვქონდა მსჯელობა, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აქციები არ შეწყვეტილა, ამას ექნება ის რეჟიმი, ის ტემპი, ის ფორმა და ის დღეები, რომლებიც იქნება "ქართული ოცნებისთვის“ მოულოდნელი.

"ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ქუჩაში ბრძოლის სცენარებზე ჩვენ გვაქვს სპეციფიკური მიდგომა და არ ვაპირებთ წინასწარ დავაანონსოთ, როდის რას ვიზამთ, ეს ყოველთვის იქნება მოულოდნელი და სხვადასხვა ფორმის, ამ ყველა საკითხზე გვქონდა მსჯელობა და პრინციპული თანხმობა გვაქვს ყველა მიმართულებით. აქციები არ შეწყვეტილა, ამას ექნება ის რეჟიმი, ის ტემპი, ის ფორმა და ის დღეები, რომლებიც იქნება „ქართული ოცნებისთვის“ მოულოდნელი და შედეგზე ორიენტირებული“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერების შეხვედრა "ძლიერი საქართველოს“ ოფისში დასრულდა. მთავარი სასაუბრო თემა აქციების ორგანიზების საკითხი იყო.