მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბევრნი ვიყოთ. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ბევრი ვიკრიბებით, ეს არის ამ ქვეყნის განაცხადი მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ ჩვენ არ დავიღალეთ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაც დღევანდელ აქციაზე.

"მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბევრნი ვიყოთ. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ბევრი ვიკრიბებით ეს არის ამ ქვეყნის განაცხადი მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვის, ერთმანეთისთვის, რომ დიახ, ჩვენ არ დავიღალეთ და ვიბრძვით იმ დამოუკიდებლობისთვის, რომელმაც ჩვენ შეგვქმნა, რომელიც დღეს არის საფრთხეში. ამასთანავე, მესმის, რომ არის მოლოდინები. პრეზიდენტის გამოსვლა მნიშვნელოვანი მოვლენაა. პრეზიდენტი მთელი ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე ფუნქციას ასრულებს", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.