"კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ზურა ჯაფარიძის დედის გარდაცვალებას ეხმაურება.

"ზურას დედის ამბავმა ყველა ადამიანადდარჩენილს ცხადია ბრაზი და ტკივილი გაგვიძლიერა, მაგრამ ეს ბრაზიც და ტკივილიც არა წყევლად ან ხელის ჩაქნევად, არამედ მოქმედებად და წინააღმდეგობად უნდა ვაქციოთ. თუ ეგოისტები არ ვართ და კომფორტის ზონიდან გამოსვლა შეგვიძლია სწორედ ასეთ მომენტებში უნდა მოვბილიზდეთ და სწორ მოქმედებაზე მივმართოთ ენერგია. ჩამოიშლება ეს არაადამიანების სისტემა ამ შემართებით“, - წერს ელენე ხოშტარია.

ზურა და გია ჯაფარიძეების დედა დღეს გარდაიცვალა.