როდესაც ბაჩიაშვილთან გარიგება დადეს, იმავე პერიოდში იწყება ივანიშვილისთვის არა მხოლოდ ბიტკოინების დაბრუნება, არამედ ჰესისაც, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ეს დაიბრუნა მაშინ, როცა გაზარდა ელექტროენერგიის ფასი.

"ელექტროენერგიის 33%-იანი მატება პირდაპირ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის კორუფციულ ინტერესებს, ამის ნათელი დადასტურებული, მკაფიო დადასტურება არის გიორგი ბაჩიაშვილ-ივანიშვილის დავა, როგორც ბიტკოინებზე, ასევე ჰესთან დაკავშირებითაც.

როდესაც ბაჩიაშვილთან გარიგება დადეს, იმავე პერიოდში იწყება ივანიშვილისთვის არა მხოლოდ ბიტკოინების დაბრუნება, არამედ ჰესისაც. ეს დაიბრუნა მაშინ, როცა გაზარდა ელექტროენერგიის ფასი", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ბიძინა ივანიშვილმა "მტკვარი ჰესი" უკან გამოისყიდა. აღნიშნული ჰესი თანაინვესტირების ფონდმა 2024 წლის ზაფხულში გაყიდა.