საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თეა წულუკიანის მიერ გიორგი ანწუხელიძეზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ეროვნულ გმირზე რომ აცხადებ საჯაროდ “უაზროდ განწირული”, კანონის და კონსტიტუციის წინაშე ეს დანაშაული არაა? და ქვეყნის ღალატის ტოლფასი? 

არაფერი რომ ვთქვათ მორალზე, სინდისზე, პატრიოტიზმზე ან ელემენტალურად ადამიანურ გაფრთხილებასა თუ მორიდებაზე, რაც გვმართებს ყველას ანწუხელიძეს შვილების მიმართ", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს “უაზროდ განწირული” და “ვიღაცის პიარს” შეწირული უწოდა.